L. substratum - საფენი, ნაფენი საყრდენი ეკოლოგიური კომპონენტი, რომელიც ზოგ შემთხვევაში საკვებ არესაც წარმოადგენს სხვადასხვა ორგანიზმებისათვის. ხშირად არის მის ზედაპირზე ან მის სისქეში მყოფ არსებათა საარსებო გარემო, მიმაგრების ან მასზედ ცხოვრების ადგილი (ნიადაგი, წყალსატევის ფსკერი, წყლის მასა, ორგანული ნარჩენები, ცოცხალი ორგანიზმები).
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.