ბუნებრივი გადარჩევის განსაკუთრებული ფორმა, როდესაც ცალკეული ინდივიდების დაღუპვის და სხვათა გადარჩენის მაგივრად გამრავლების პროცესში გადარჩევა ხორციელდება ძლიერი ინდივიდების მონაწილეობისა და სუსტების გამოთიშვის გზით. გამოიხატება მამრი ინდივიდების ბრძოლაში მდედრის დასაუფლებლად (მაგ. ირმებში). ტერმინი შემოღებული იყო ჩ. დარვინის მიერ.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.