ტა ტე ტვ ტი ტო ტრ ტუ
ტეგ ტელ ტემ ტერ ტეს ტეტ ტეფ

ტემპერატურული ზღვარი

ცხველთა ცხოველქმედების ზემო და ქვემო ტემპერატურული საზღვრები. ფრინველების ზედა ტ.ზ. აღწევს 46,2⁰ ძუძუმწოვრებისა — 42⁰. ქვედა ზღვარი ზოგჯერ ძალიან დაბალ ტემპერატურას აღწევს. ზოგიერთი ნემატოდა და ნელმავალი (Tardigrada) უძლებენ - 190⁰, ხოლო ზოგიერთი ციბრუტელა ანაბიოზის მდგომარეობაში - უძლებს, გარკვეული დროის განმავლობაში, აბსოლუტურ ნულთან მიახლოებულ ტემპერატურას. თბილსისხლიანებისათვის ქვედა ზღვარი გაცილებით უფრო მაღალია.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9