L. tolerantia – გამძლეობა, მოთმინება, შემთავსებლობა გარემოს ფაქტორების ოპტიმალურიდან გადახრის ამტანობის, არახელსაყრელი პირობების გამძლეობის უნარი. არსებობს ვ. შელფორდის ტ-ბის კანონი, რომლის მიხედვით სახეობის (ინდივიდების, პოპულაციის) შემზღუდველი ფაქტორები შეიძლება იყოს როგორც რაიმე ეკოლოგიური ფაქტორის მინიმუმი, ასევე - მაქსიმუმი. მათ შორის არსებული დიაპაზონი განაპირობებს გამძლეობას (ტოლერანტობას).
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.