Gk. tropis - გემის საყრდენი ზოგიერთი ხერხემლიანი ცხოველის მკერდის ძვლის ქედი. ემსახურება გვერდითი კუნთების მიმაგრებას. უტროპოების გარდა, აქვს ყველა ფრინველს (კარგადაა განვითარებული მფრინავ ფორმებში) და ზოგიერთ ძუძუმწოვარს (თხუნელა, ღამურა).
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.