(ციტოპლაზმური მემბრანა, პლაზმატური მემბრანა, პლაზმალემა). მემბრანა, რომელიც გამოყოფს უჯრედის ციტოპლაზმას გარემოსაგან (მცენარეებში - უჯრედის გარსისაგან). უჯრედის ორგანოიდი, სისქით 7-10 ნმ. მისი ფუნქციებია: უჯრედსა და გარემოს შორის ნივთიერებათა ცვლა, უჯრედის მოძრაობა, უჯრედთა დაკავშირება ერთმანეთთან და ა.შ.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.