სისხლის პლაზმაში, აგრეთვე ლიმფასა და ჰემოლიმფაში არსებული უჯრედები: ერითროციტები (წითელი უჯრედები) და ლეიკოციტები (თეთრი უჯრედები). ყოველთვის ინარჩუნებენ უჯრედულ აგებულებას (გარდა ძუძუმწოვრების ერითროციტებისა, რომლებიც კარგავენ ბირთვს); თრომბოციტები - უმდაბლეს ხერხემლიანებში წარმოადგენენ ბირთვიან უჯრედებს, ხოლო ძუძუმწოვრებში უბირთვო ფირფიტების ფორმა აქვთ. ფუნქციები: ერითროციტებს გადააქვთ ჟანგბადი, ლეიკოციტებს აქვთ ფაგოციტოზის უნარი, ხოლო თრომბოციტები მონაწილეობენ სისხლის შედედებაში.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.