ლოკომოციის თავისებური ფორმა – გადაადგილება ფრთების საშუალებით. განასხვავებენ აქტიურ და პასიურ ფრენას. აქტიური – ფრთების ქნევის საშუალებით და პასიური – პლანირებით, ლივლით. ფრთების ქნევის სიხშირე სხვადასხვაა: წამში ერთი მოსაქნევიდან (წერო) – 440-დე (ფუტკარი).
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.