საფრენი ორგანოები, რომლებიც აქვთ მწერების უმრავლესობას, ფრინველებს (ზოგს რედუცირებული აქვს და ფრენას არ ემსახურება). ზოგიერთ ძუძუმწოვარს (მაგ. ღამურებს); ქონდა აგრეთვე ზოგიერთ გადაშენებულ ქვეწარმავალს. ფრინველებსა და ძუძუმწოვრებში ფრთები წარმოადგენს სახეცვლილ კიდურებს და ნაირგვარი აგებულებისაა; მწერებში - კანის გამონაზარდია.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.