Gk. chloros – მომწვანო + genos – გვარი მრავალჯაგრიანი რგოლოვანი ჭიების პერიტონეალური ეპითელიუმის მსხვილი უჯრედები; შეიცავენ ყვითელ მარცვლებს, რომლებშიც გროვდება ნივთიერებათა ცვლის უხსნადი პროდუქტები. ექსკრეტებით გავსების შემდეგ უჯრედები იღუპებიან და სხეულის მეორად ღრუში ხვდებიან, შემდეგ კი ნეფრიდიებით გარეთ გამოიდევნებიან.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.