Gk. Chromatos - ფერი, საღებავი + phoros - მტარებელი 1. უმარტივესების სპეციალიზებული ორგანელები, რომლებშიაც განლაგებულია ქლოროფილი ან მისი პიგმენტები; ასეთ უმარტივესებს შეუძლიათ ორგანულ ნივთიერებათა სინთეზი. 2. მრავალუჯრედიანების ვარსკვლავისებური უჯრედები, რომლებსაც შეკუმშვისა და გაფართოების უნარი აქვთ, რის გამოც, ცხოველებს შეუძლიათ ფერი იცვალონ (თავფეხიანი და ზოგიერთი მუცელფეხიანი მოლუსკი).
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.