თვალის გარშემო არსებული კანის ნაოჭები, რომლებიც იცავენ თვალს მექანიკური დაზიანებისაგან. თეეზებს აქვთ ერთი რგოლური ქუთუთო. ხმელეთის ხერხემლიანებში არის ზედა და ქვედა ქუთუთო. ხერხემლიანების უმრავლესობას (ზვიგენები, ამფიბიები, ქვეწარმავლები, ფრინველები) აქვთ მე-3 ქუთუთოც („სასამხამო აპკი“), რომელიც ძუძუმწოვრებში რედუცირებულია.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.