ზოგიერთი უხერხემლო ცხოველისა და ყველა ხერხემლიანის უდიდესი მომნელებელი ჯირკვალი. გარდა ნაღვლის სინთეზისა და სეკრეციისა ღ-ლი მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლაში, არეგულირებს ნახშირწყლების შემცველობას სისხლში, ახდენს ჰორმონების ინაქტივაციას, აქვს ბარიერული ფუნქცია; ემბრიონულ პერიოდში წარმოადგენს სისხლმბად ორგანოს. ღ-ლი დიდ როლს ასრულებს ორგანიზმის ჰომოსტაზში. აქვს რეგენერაციის უნარი (ვირთაგვებსა და ძაღლებში მისი 70%-ით ამოკვევთის შემდეგ მთლიანად აღდგება 14–60 დღეში).
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.