ქიმიური გაღიზიანების აღმქმელი ორგანოები, რომლებიც ცხოველებს საშუალებას აძლევენ გაარჩიონ სხვადასხვაგვარი სუნი; მგრძნობიარე უჯრედების მეშვეობით რეაგირებენ ნივთიერებათა უმცირეს რაოდენობაზე. ეს უჯრედები ლოკალიზებული არიან სხეულის სხვადასხვა უბანზე. მაგ., მწერებში - ანტენებზე. ძუძუმწოვრებში - ცხვირის ღრუს ეპითელიუმში.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.