ცხოველების მიერ სუნის შეგრძნება. არჩევენ მაკროსმატურ ცხოველებს ძლიერ განვითარებული ყნოსვით (მწერები, მწერიჭამიები და მტაცებელი ძუძუმწოვრები და სხვა), მიკროსომატურ ცხოველებს, სუსტი ყნოსვით (ფარფლფეხიანები, პრიმატები და სხვა) და ანოსმატურ ცხოველებს, რომლებსაც ყნოსვა ფაქტიურად არ გააჩნიათ (ფრინველების უმრავლესობა, კბილებიანი ვეშაპები). ყნოსვა ხორციელდება ყნოსვის ორგანოების საშუალებით.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.