ორგანო, რომელშიც გროვდება შარდი და მეტაბოლიზმის პროდუქტები ორგანიზმიდან გამოდევნის წინ. აქვს ზოგ უხერხემლოს და ხერხემლიანთა ნაწილს (ქვეწარმავლებისა და ფრინველების გარდა). ხმელეთის ხერხემლიანების ზოგიერთ ჯგუფში შ.ბ. ვითარდება ჩანასახოვანი გარსიდან -ალანტოისიდან, ამფიბიებში-კლოაკის ვენტრალური წანაზარდიდან, მრავალ თევზში შარდსადენების შერწყმის შედეგად.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.