შა შე შთ ში შო შრ შუ
შებ შეგ შემ შეწ

შეწოვა

ნივთიერებათა გადასვლა სისხლსა და ლიმფაში მომნელებელი სისტემიდან, სხეულის ღრუდან და სხვა. ხორციელდება უჯრედების ცხოველქმედების შედეგად. შ-ა ძირითადად ხდება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, აგრეთვე ფილტვების, პლევრის, საშვილოსნოს, შარდის ბუშტის ღრუებიდან, კანის ზედაპირიდან და სხვ. განსაკუთრებით სპეციალიზებულია შ-ა ხერხემლიანების ნაწლავში. შ-ის პროცესში მონაწილეობენ ეპითელური უჯრედების ხაოები და ორგანოიდები. უჯრედების მემბრანებში ნივთიერებათა შეღწევა ხდება პასიური (დიფუზია, ფილტრაცია, ელექტროოსმოსი და სხვ.) და აქტიური (გადამტანების მონაწილეობით) გზით. უკუშეწოვა ხდება სეკრეტორულ და ექსკრეტორულ ორგანოებში (მაგ. თირკმლის მილაკებში).
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9