შოლტიანების (უმარტივესები) მოძრაობის ორგანელი. წარმოადგენს სხეულის უჯრედის წვრილ გამონაზარდს, რომელიც დასაბამს იღებს ბაზალური სხეულაკისაგან. შ-ის ულტრასტრუქტურა რთულია; გარედან დაფარულია თხელი მემბრანით (ჰელიკულა), შიგნითა ღრუ ამოვსებულია ციტოპლაზმით. სიგრძივი ღერძი ყალიბდება 2 ცენტრალური და 9 პერიფერიული წვრილი ძაფით (ფიბრილებით). შოლტები ახასიათებთ ცხოველების უმრავლესობის სპერმატოზოიდებს, ღრუღრუნაწლავიანების ლარვებს და სხვათა სპეციალიზებულ უჯრედებს.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.