ზოგიერთი ჭიის, მოლუსკების უმრავლესობის, მწერებისა და ფრინველების საყლაპავის სამარაგე, გაფართოებული ნაწილი. ემსახურება საკვების დაგროვებას და პირველად ქიმიურ დამუშავებას. ფუტკრების ჩიჩახვში ხდება ნექტარის თაფლად გარდაქმნა. მტაცებელ ფრთა ჩ-ში გროვდება მოუნელებელი საკვების ნარჩენები. ზოგიერთი ფრინველის მამლებში ასრულებს რეზონატორის როლს.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.