ხერხემლიან ცხოველთა ღრუ, რომელშიაც განლაგებულია ყნოსვის ორგანოს რეცეპტორები. ფილტვით მსუნთქავ ცხოველებში წარმოადგენს სასუნთქი გზების საწყის მონაკვეთს; გარეთ იხსნება ნესტოებით, შიგნით - ქოანებით. მრგვალპირიანებში ნესტო კენტია, თევზებსა და ფილტვით მსუნთქავებში წყვილი.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.