ძა ძვ ძი
ძაბ

ძაბრი

1. თავფეხიანი მოლუსკების მოძრაობის თავისებური ორგანო. წარმოადგენს სახეცვლილი ფეხის უკანა ნაწილს, რომლის ლანჩა კონუსის მსგავსადაა შეზრდილი და წარმოქმნის მილს. განლაგებულია ვენტრალურ მხარეზე და გაფართოებული ნაწილით იხსნება მანტიის ღრუში, ხოლო ვიწრო ბოლოთი გარეთ. კუნთების შეკუმშვით მანტიის ღრუში არსებული წყალი დიდი სიძლიერით გარეთ გამოიდევნება ძაბრის საშუალებით, ცხოველი თანმიმდევრობით იღებს მრავალ ბიძგს. ცხოველის მოძრაობის სიჩქარე ამ ბიძგების გამო ზოგჯერ 50 კმ/ს და მეტსაც კი აღწევს (რეაქტიული მოძრაობა). 2. სალამურების პირისწინა წარმონაქმნი, შეიარაღებული კანისეული კბილებით. მის ფსკერზე იხსნება პირის ხვრელი.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9