ხა ხე ხვ ხო ხრ ხს
ხავ ხაო ხახ

ხახა

ქორდიანებში: საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ნაწილი, განლაგებულია პირის ღრუსა და საყლაპავ მილს შორის, სადაც განვითარებულია ლაყუჩის აპარატი და შინაგანი სეკრეციის ფარისებრი ჯირკვალი. ხმელეთის ხერხემლიანებში ხახა არის საჭმლის მომნელებელი და სასუნთქი სისტემების გზების შესაყარი. ფილტვებისა და შუა ყურის წარმოქმნასთან დაკავშირებით ამფიბიებში აქ იხსნება საყლაპავი მილი, ხორხი და ევსტაქის ლულა, ხოლო უმაღლეს ხერხემლიანებში კი-ქოანებიც. უხერხემლოებში ხახა წარმოადგენს კუნთოვან განყოფილებას, რომელიც აერთებს პირის ღრუს საყლაპავთან.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9