ხა ხე ხვ ხო ხრ ხს
ხორ

ხორთუმი

1. უხერხემლოებში – სხეულის წინა ნაწილი ან გამონაზარდი, რომელიც ასრულებს სხვა დასხვა ფუნქციას; აკანტოცეფალებში – მიმაგრების, ნემერტინებში და ზოგიერთ წამწამოვან ჭიებში (ტურბელარიებში) საკვების მოპოვების ფუნქციას და ა.შ. 2. ხორთუმიანებში წარმოადგენს წაგრძელებული ცხვირისა და ზედა ტუჩის შეზრდის შედეგს; ემსახურება სუნთქვას, ყნოსვას, შეხებას; ასრულებს ხელის ფუნქციასაც. 3. ზოგიერთი ფეხსახსრიანის პირის აპარატი, რომელსაც მილისებური ფორმა აქვს და გამოიყენება თხიერი საკვების ამოსაწუწნად.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9