პოპულაციის სიმჭიდროვეზე დამოკიდებული სახეობის სტრუქტურული და ფუნქციური თავისებურებანი (მუხლუხოების შეფერილობა, აგრეგაციის შედეგად ზოგიერთი მწერის განვითარების დაჩქარება, წყლის ცხოველებში ჟანგბადის მოხმარების დონის შეცვლა). ცხოველთა აგრეგაციის გავლენა პოპულაციის გადარჩენაზე შესწავლილ იქნა ამერიკელი ეკოლოგის ა.ვ. ოლის (1938) მიერ. ჯგუფური გადარჩევა – გადარჩევა თანასაზოგადოების დონეზე. ამ გადარჩევის შედეგად ნარჩუნდება მთელი ჯგუფისათვის სასარგებლო ისეთი ნიშნები, რომლებიც შეიძლება მავნე იყოს ცალკეულ ინდივიდისათვის.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.