ხერხემლიანების საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული ჯირკვლები, განლაგებული პირის ღრუში. გამოყოფენ სეკრეტს, რომელიც ალბობს საკვებს და ემსახურება მის პირველად მონელებას. ყველაზე კარგადა აქვთ განვითარებული ძუძუმწოვრებს. აქვს აგრეთვე ზოგიერთ უხერხემლოს. გველებში სანერწყვე ჯ-ბი გადაქცეულია შხამიან ჯირკვლებად.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.