Gk. ark — likos – ჩრდილოეთის მსოფლიო ოკეანის ბორეალური რეგიონის ეპიპელაგიალის და ლიტორალის ზოოგეოგრაფიული ოლქი. იგი მოიცავს ჩრდილო ამერიკის, გრენლანდიის, აზიისა და ევროპის ჩრდილო სანაპიროს თბილი დინებების გავლენის გარეთ და აგრეთვე ოხოტის, ბერინგის ზღვებსა და არქტიკის ღია წყლებს. წლის ხანგრძლივ პერიოდში აქ შენარჩუნებულია ყინულის საფარი.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.