ცხოველების სპეციალიზებული ჯირკვლები, რომლებიც გამოიმუშავებენ შხამს. ზოგიერთ ცხოველში დაკავშირებულია კანთან, სხვებში საჭმლის მომნელებელ სისტემასთან და ა.შ. თითქმის არ მოიპოვება ცხოველთა ისეთი ჯგუფი, რომელთა შორისაც არ იყვნენ შხამიანი ჯირკვლებით შეიარაღებული წარმომადგენლები (ტურბელარიები, მუცელფეხიანი მოლუსკები, თაეფეხიანი მოლუსკები, მრავალფეხები, ობობასნაირები, მწერები, თევზები, ამფიბიები, ქვეწარმავლები, ძუძუმწოვრები).
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.