ჯირკვლები, რომელთა სეკრეტი შეიცავს ცილას. ხერხემლიანებში ეს არის კუჭქვეშა ჯ-ლი, ზოგიერთი სანერწყვე ჯ-ლი. სპეციალიზებული ჯ-ბი გამოყოფენ კვერცხის ცილას. მუცელფეხიან მოლუსკებში ც-ნი ჯირკვლები წარმოადგენენ სასქესო გზების გამონაზარდებს და გამოყოფენ ნივთიერებებს, რომლებიც ფარავენ კვერცხს.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.