ჯგუფურად მცხოვრები ცხოველების გუნდი. ჩვეულებრივ შედგება ერთი სახეობის წარმომადგენლებისაგან, მაგრამ შეიძლება აერთიანებდეს რამდენიმე სახეობის წარმომადგენლებსაც. ძირითადად ფიტოფაგი ძუძუმწოვრებია. ცნობილია ანტილოპების, ჟირაფების და სხვ. ჯოგები. მაგრამ შეიძლება იყოს სირაქლემების გუნდი. ზოგ შემთხვევაში ჯ-ს აქვს რთული სტრუქტურა.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.