Gk. hals (halos) − მარილი + phobos – შიში წყლის ორგანიზმები, რომლებიც ვერ იტანენ წყალში მარილების მაღალ კონცენტრაციას. ბინადრობენ მტკნარ (მარილიანობა არა უმეტეს 0,5 პრომილესი) ან ოდნავ მლაშე წყალსატევებში (მარილიანობა - 5%-მდე). ამ ჯგუფებს მიეკუთვნება წურბელების უმრავლესობა, მრავალი მუცელფეხიანი მოლუსკი, წყლის მწერების, მტკნარი წყლის თევზების უმრავლესობა და ნიადაგში ბინადარი ცსოველები.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.