დედამიწის ტერიტორიის დანაწილება ფაუნის თავისებურებათა მიხედვით. განასხვავებენ ტერიტორიის შემდეგ იერარქიულ სისტემას: სამეფო, ოლქი, ქვეოლქი, პროვინცია, „ოკრუგი“, ნაკვეთი. არსებობს მატერიკებისა და ოკეანეების დარაიონების განსხვავებული სქემები. ხმელეთისათვის შეიძლება გამოიყოს 3 სამეფო: 1. არქტოგეა, რომელიც აერთიანებს პოლარქტიკულ, ეთიოპურ და ინდო-მალაურ ოლქებს; 2. ნეოგეა, რომელშიც შედის ნეოტროპიკული ოლქი; 3. ნოტოგეა, რომელიც აერთიანებს ახალი ზელანდიის, ავსტრალიის და პოლინეზიის ოლქებს. ზოგჯერ გამოყოფენ მე-4 სამეფოსაც – პალეოგეას და ამ შემთხვევაში არქტოგეაში შედის მხოლოდ ჰოლარქტიკული ოლქი, ხოლო პალეოგეაში - ეთიოპიის, ინდომალაის და მადაგასკარის ოლქები.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.