Gk. Haima - სისხლი + ლათ. lympha - სითხე უხერხემლოების სისხლის მიმოქცევის ღია სისტემა, რომელიც ერთდროულად ასრულებს სისხლისა და ლიმფის მიმოქცევის სისტემების ფუნქციას. ასეთივე სისტემა ახასიათებს უმდაბლეს ქორდიანებსა და ზოგიერთ ხერხემლიანს (მრგვალპირიანები, ხრტილოვანი თევზები), რომელთაც ნამდვილი ლიმფური სისტემა არ გააჩნიათ.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.