Gk. symmetria – პარმონია, თანაფარდობა სხეულის ნაწილების კანონზომიერი, სწორი განლაგება განსაზღვრული წერტილის (ცენტრის) ან ღერძის მიმართ. წყალში თავისუფლად მოტივტივე ცხოველებს ახასიათებთ მრავალმხრივი სიმეტრია (მაგ. მზიურები, რადიოლარიები); მიმაგრებულ ან ნახევრად მოძრავ ცხოველებს აქვთ რადიალური, ან სხივური სიმეტრია. მოძრავ ცხოველებს აქვთ ორმხრივი ანუ ბილატერალური სიმეტრია, რომლის დროსაც სხეული შეიძლება გაიყოს მხოლოდ ორ ერთმანეთის (სარკისებური გამოსახულების) მსგავს ნახევრად; ამ ორ ნაწილის გამყოფ ღერძს სიმეტრიის ღერძი ეწოდება.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.