Gk. ჰეტერო + thermos - სითბო ჰომოიოთერმული ცხოველები, რომელთა სხეულის მუდმივი ტემპერატურა ზოგ შემთხვევაში მნიშვნელოვნად მერყეობს გარემოს ტემპერატურის ცვლილებების გავლენით (მაგ. ძილქუშის ან ძილის დროს). ზოგჯერ ჰ. ცხოველები მიეკუთვნებიან ჰოიკილოთერმულ ცხოველებს , რომლებსაც უნარი აქვთ შეინარჩუნონ გარემოზე უფრო მაღალი სხეულის ტემპერატურა (მაგ. ფუტკარი, ბუზები და სხვ.) - სპეციფიური ქცევის ხარჯზე.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.