Gk. ჰეტერო + topos - ადგილი ქსოვილებისა და ორგანოთა ნაწილების წარმოქმნა უჩვეულო ადგილზე. მაგ. კბილებისა ხახაზე (ზვიგენები), ძვლის ტვინისა - კუჭქვეშა ჯირკვალში და ა.შ. ჰ-ია წარმოადგენს განვითარების ანომალიას. ტერმინი ეკუთვნის ე. ჰეკელს (1866).
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.