მცენარეთა და ცხოველთა სამყაროში ჰიბრიდების (ნაჯვარების) მიღება სხვადასხვა, განსხვავებული გენეტიკური მასალის შერწყმის გზით (შეჯვარება). ჰიბრიდიზაცია შეიძლება მოხდეს ერთი სახეობის სხვადასხვა ჯიშების,სხვადასხვა სახეობების და ზოგჯერ სხვადასხვა გვარების წარმომადგენლებს მორის. ჰიბრიდებს ახასიათებს ჰეტეროზისი, ე.ი. ჰიბრიდული ძალა (მაღალი სიცოცხლისუნარიანობა, ნაყოფიერება, უკეთესი შეგუების უნარი).
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.