Gk. hyper − ზე + metamorphosis – გარდაქმნა. პარაზიტული მწერების მეტამორფოზის განსაკუთრებული რთული ფორმა. მატლი გადის განვითარების რამდენიმე (6) სტადიას (ასაკს); სტადიები ერთმანეთისაგან განსხვავდება მორფოლოგიურად და ბიოლოგიურად; გვხვდება ზოგიერთ ხოჭოში, სიფრიფანაფრთიანებში, ორფრთიანებში, ბადეფრთიანებში.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.