Gk. histos – ქსოვილი + lysis გახსნა, განზავება ცხოველური ქსოვილების დაშლა. მაგ. მწერებში ჭუპრის სტადიაზე ორგანოები და ქსოვილები იქცევიან ფაფისმაგვარ მასად, უცვლელი რჩება მხოლოდ ნერვული სისტემა და ნაწილობრივ ტრაქეები. ეს ხდება აუტოლიზისა და ფაგოციტოზის მეშვეობით. ჰ-ის შემდეგ იწყება ჰისტოგენეზი და მოზრდილი მწერის ქსოვილები და ორგანოები ახლიდან ფორმირდება.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.