Gk. holos – მთელი, მთლიანი + arktikos - ჩრდილოეთის არქტოგეას ზოოგეოგრაფიული ოლქი, რომელიც მოიცავს ევროპას, ჩრდ. აფრიკას, ჩრდ. აზიასა და ჩრდ. ამერიკას. ფაუნა სახეობებით ღარიბია, რაც, ძირითადად, განპირობებულია ლანდშაფტების ერთგვაროვნებით, კლიმატის სიმკაცრით და მნიშვნელოვანი სიახალგაზრდავით (ტუნდრა, ტაიგა, უდაბნო, მაღალმთიანეთი). ჰ.ო-ის ენდემური ოჯახებია: ძუძუმწოვრებიდან – თხუნელები, თახვები, მიწის კურდღლები; ფრინველებიდან – როჭოსებრნი, ღორიხვასნაირნი, ცეფუსისებრნი; თევზებიდან — ორაგულისებრნი და ზუთხისნაირთა რიგი. მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილების ფაუნათა სხვაობა, რის გამოც მრავალი ზოოგეოგრაფი ოლქს ყოფს 2 დამოუკიდებელ ოლქად – პალეარქტიკად (აფრიკულ – ევრაზიული ნაწილი) და ნეოარქტიკად (ჩრდილოამერიკული ნაწილი). ზოგჯერ ჰ.ო-ის შემადგენ ლობიდან გამოყოფენ აგრეთვე ცალკე არქტიკულ ოლქს.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.