პრიმატების რიგის, ქვერიგი მაიმუნების ზეოჯახი. აქვთ კარგად განვითარებული თავის ტვინი ხვეულებითა და ღარებით. ქალას სახის ნაწილი წინაა წამოწეული. წინა კიდურები უკანაზე გრძელია. არა აქვთ კუდი, ლოყის პარკები და საჯდომი კორძები, აქეთ სისხლის 4 ჯგუფი. შეტანილია საერთაშორისო წითელ წიგნში. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში გავრცელებულია 6 სახეობის გიბონი; კალიმანტანისა და სუმატრას კუნძულებზე ცხოვრობს ჩვეულებრივი ორანგუტანი; აფრიკაში ბინადრობენ ჩვეულებრივი და ჯუჯა შიმპანზე და ველისა და ტყის გორილა.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.