ფეხსახსრიანთა ტიპის, ქელიცერიანების ქვეტიპის კლასი (50000-ზე მეტი სახეობა). სხეული შედგება თავმკერდისა და მუცლისაგან. ულვაშები, არ გააჩნიათ. თვალები მარტივია - კიდურები წარმოდგენილია ქელიცერებით, პედიპალპებით და 4 წყვილი სასიარულო ფეხით. სუნთქავენ ფილტვებითა და ტრაქეებით. მრავალს გააჩნია სააბლაბუდე და შხამიანი ჯირკელები. გამომყოფი სისტემა წარმოდგენილია მალპიგის მილაკებითა და კოქსალური ჯირკვლებით. ცალსქესიანებია. აერთიანებს 7 რიგს.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.