უმარტივესების ტიპის, სარკოდინების კლასის ქვეკლასი (1500-ზე მეტი სახეობა). მარტივად აგებული ერთუჯრედიანებია. მტკნარსა და ზღვის წყლებში ცხოვრობენ შიშველი ამებები, რომლებიც ხასიათდებიან ცრუფეხების სხვადასხვა ფორმით. არიან აგრეთეე ნიჟარიანი ამებები, რომლებიც ცხოვრობენ მტკნარ წყლებში და ნიადაგში; მათი სხეული მოთაესებულია ნიჟარაში. ქვეკლასის ძირითადი რიგებია ამებები და ფორამინიფერები.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.