ხერხემლიანების ტიპის, ქალიანების ქვეტიპის ყბიანების ზეკლასის კლასი (20000 – ზე მეტი სახეობა). ხრტილოვანი თევზებისაგან განსხვავებით ჩონჩხში აქვთ ძელოვანი ქსოვილი; აქვთ საცურაო ბუშტი, ლაყუჩის სახურავი. სხეული დაფარულია ძვლოვანი ქერცლით. მათ შორის არიან გიგანტები (1500 კგ – მდე). გაერცელებული არიან ყველა წყალსატევებში. აქვთ უდიდესი სარეწაო მნიშვნელობა.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.