ხერხემლიანების ტიპის კლასი (630-მდე სახეობა). ყველაზე პრიმიტიული თევზებია. ბინადრობენ ზღვებში (ზოგიერთ გამონაკლისის გარდა). შინაგანი ჩონჩხი ხრტილოვანია. ქერცლი, თუ კი აქეთ, პლაკოიდურია. აქვთ 5-7 სალაყუჩე ნაპრალი. კანის ძვლები არ გააჩნიათ. უმრავლესობის პირი განივია; ნაწლავში არის სპირალური სარქველი. საცურაო ბუშტი არა აქვთ. კლასი იყოფა 2 ქვეკლასად: ყბალაყუჩიანები (ზვიგენები და სკაროსები) და შერწყმულქალიანები (მთლიანთავიანები) ერთი რიგით (ქიმერისნაირნი).
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.