ძა ძვ ძი ძუ
ძუძ

ძუძუმწოვრები, ნადირნი (Mammalia)

ხერხემლიანების ტიპის კლასი (4500-მდე სახეობა). ყველაზე მაღალორგანიზებული ცხოველებია. მაღალი ორგანიზაციით ხასიათდება მათი ნერვული სისტემა და გრძნობათა ორგანოები, სისხლის მიმოქცევის სისტემა; აქვთ სითბოს რეგულაციის უნარი. სხეული დაფარულია (იშვიათი გამონაკლისის გარდა) თმით ან ბალნით. კანის ჯირკელები კარგადაა განვითარებული. შუა ყურში არის 3 სასმენი ძვალი. კბილები დიფერენცირებულია და მოთავსებულია ალვეოლებში. ერითროციტები უბირთვოა. უმრავლესობა ცოცხლადმშობია. ნაშიერების გამოკვება ხდება რძით. აერთიანებს 2 ქვეკლასს: პირველნადირნი (რიგი ერთგასავლიანისნაირნი) და ნადირნი (ინფრაკლასები: ჩანთოსნები ანუ უმდაბლესი ნადირნი და პლაცენტიანები ანუ უმაღლესი ნადირნი).
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9