ხერხემლიანების ერთ – ერთი კლასი (6000-მდე სახეობა). პირველი ნამდვილი ხმელეთის ხერხემლიანები. სუნთქავენ ფილტვებით. კანი ან დაფარულია რქოვანი ქერცლით ფარებით. კანის ჯირკვლები პრაქტიკულად არ გააჩნიათ. გულის პარკუჭში აქვთ ტიხარი. მრავლდებიან ხმელეთზე. მათ კვერცხებს ახასიათებთ ჩანასახოვანი გარსები (იხ. ამნიონი). სხეულის ტემპერატურა არაა მუდმივი ე.ი. ისინი პოიკილოთერმულ ცხოველებს მიეკუთვნებიან. კლასში გაერთიანებულია 3 ქვეკლასი: ანაპსიდები (რიგი: კუსნაირნი), ლეპიდოზაერები (რიგები: ნისკარტთავიანისნაირნი, ქერცლოვანისნაირნი), არქოზავრები (რიგი: ნიანგისნაირნი). მრავალი ცნობილია მხოლოდ ნამარხის სახით.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.