ქვეწარმავლების ქერცლიანების რიგის ქვერიგი (90 სახეობა). ძლიერ სპეციალიზებული ხეებზე მობინადრე ქვეწარმავლები. სხეული შებრტყელებულია გვერდებიდან, სიგრძით 3-60 სმ. კიდურებზე თითები შეზრდილია, კუდი გრძელია და გამოიყენება ტოტებზე სამოძრაოდ. თვალებს ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი მოძრაობის უნარი გააჩნიათ. ქ-ბს შეუძლიათ გარემოს შესატყვისად იცვალონ ფერი. გავრცელებულნი არიან აფრიკაში, მადაგასკარზე, ტროპიკულ აზიაში და სამხრეთ ესპანეთში.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.