არასეგმენტირებულების ზეტიპის ტიპი (1000-დე სახეობა). სხეული წვრილი და წაგრძელებულია) 1-სმ-დან 2 მ-დე, იშვიათად 30 მ-დე), დაფარულია წამწამოვანი ეპითელიუმით. სხეულის ღრუ არ გააჩნიათ, სივრცე ორგანოებს შორის ამოვსებულია პარენქიმით. აქვთ დახშული სისხლის მიმოქცევის სისტემა. სუნთქეის ორგანოები არა აქვთ. განვითარება ხდება მეტამორფოზით (ლარვა - პილიდიუმი). ბინადრობენ ზღვებში, მაგრამ არის მტკნარი წყლისა და ხმელეთის ფორმებიც; არიან პარაზიტებიც.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.