ცხოველთა სამეფოს ქვეგანყოფილება, რომელიც აერთიანებს შემდეგ ზეტიპებს: არასეგმენტირებულებს, მცირესეგმენტიანებს და მრავალსეგმენტიანებს. ინდივიდურ განვითარების პროცესში ლარვული პირის ადგილზე ვითარდება დეფინიტური პირი. ანალური ხვრელი, თუ კი არის, ვითარდება სხეულის მოპირდაპირე პოლუსზე. ზოგჯერ პირიც და ანალური ხვრელიც ბლასტოპორიდან წარმოიქმნება.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.