ფეხსახსრიანების ტიპის, ქელიცერიანების ქვეტიპის ერთ-ერთი კლასი 35000-ზე მეტი სახეობა. სხეული შედგება თავმკერდისა და მუცლისაგან. ულვაშები არ გააჩნია, თვალები მარტივია. სასიარულო ფეხი 4 წყვილი. სუნთქვის ორგანოებია: ფილტვები და ტრაქეები. აქვთ სააბლაბუდე და შხამიანი ჯირკელები. გამომყოფი სისტემა წარმოდგენილია მალპიგის მილაკებით. ცალსქესიანებია. კლასი აერთიანებს 7 რიგს.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.